Medea’s Meditations
1 hr 44 min
PG
Dec 29, 2019
Drama
Conceived and directed by: David Chikhladze, Mariam Shergelashvili
Performers: Gvantsa Agirba, Tina Elbakidze, Tama Kvantaliani, Liza Kvantaliani, Mariam Shergelashvili, Keto Tatishvili
Camera: Iva Chitidze
The new staging of the Margo Korableva Performance Theatre is composed of ritual, liminal, and borderline acting based on the magic iconography of intangible sensitivity. The dramaturgy of Medea’s Meditations will be largely determined by narratives drawn from noetic, meditative actuality. However, it is expected that the work will in fact not have a meditative, ambient character and will rather be an attempt to present a more ecstatic and abandoned act.
Represented at Oxygen Biennial of Contemporary Arts, Tbilisi, 2021
Curated by Keti (Ketevan) Sahvgulidze and Ser Serpas
Videos and Trailers
სხეულის მოძრაობის ჩანაწერები – რეფლექსიის რეინკარნაცია
მარგო კორაბლევას პერფორმანსის თეატრის „მედეას მედიტაციები“, 2020
მარიამ იაშვილი
გიორგი გურჯიევის მიხედვით ადამიანი სამი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი მანქანა/მექანიზმის (სხეული, არსი, პიროვნება) მოძრაობათა გამტარია. „როდესაც მანქანებზე ვლაპარაკობდი – ამბობს გურჯიევი – მანქანების ნორმალურ მუშაობას ადამიანის გამოვლინება ვუწოდე და ეს არის მომენტი, როდესაც სამივე ცენტრის იმპულსები ერთდროულად მოქმედებენ. […] ყოველ ცენტრს გააჩნია უნარი შეიგრძნოს სიხარული, მწუხარება, სითბო, შიმშილი, დაღლილობა. ეს პოზები თითოეულ ცენტრში არსებობენ და ისინი განსხვავებულნი შეიძლება იყოს სიდიდით, სიმძაფრით, ხარისხით“
გურჯიევის ეს ერთი შეხედვით, მწყობრად სისტემური, მაგრამ, სინამდვილეში, დინამიკურად უმართავი ადამიანური იმპულსები თითოეულ ჩვენგანში ღრმად კოდირებულ მონაცემებზე გახლავთ პასუხისმგებელი. სწორედ ამიტომ, სხეულის მოძრაობების ისეთი ტექნიკების დაუფლება, რომლებიც თითოეული ინდივიდის ინტელექტუალურ, ემოციურ და ინსტინქტურ მექანიზმებს სინქრონულად აამუშავებს გონის ფუნქციური გამოვლინების პრაქტიკის თვალსაზრისით – თანამედროვე სახელოვნებო დისციპლინებში უკვე მრავალი წელია უფრო და უფრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
საინტერესოა ისიც, რომ ზოგადად ადამიანთა სამყაროსთვის დამახასიათებელი სხეულის ეს მექანიზირებული მოძრაობების გარდაუვალი და (ხშირად გაუაზრებელი) უწყვეტი პროცესი, რომელიც არა რომელიმე იდეოლოგიისკენ, არამედ სავარაუდოდ, ქვეცნობიერის დონეზე – სწორედ ადამიანის პიროვნული „გამთლიანობისკენ“ იყო მიმართული, მირჩა ელიადესთან ჯერ კიდევ უძველესი ქმედებების პირველსაწყის მოტივებს უკავშირდება. მათი ძირები უამრავ რიტუალურ ქმედებაშია დალექილი და სამყაროში მარადიულ მითოლოგიურ მოდელებს უქმნის საფუძველს. პირველყოფილ ხალხთა ცნობილ რიტუალებს კი, რომლებიც თავის დროზე, მხოლოდ და მხოლოდ ზებუნებრივი ძალების ჩარევის შედეგად იმართებოდა, ყველა სიკეთესთან ერთად, საკმაოდ საკრალური და მითოსური – ანუ მაღალინტელექტუალური – „ღმერთების სადარი“ დანიშნულებაც გააჩნდათ.
შემთხვევითი არაა, როცა მეოცე საუკუნის ბოლოს, თეატრის მკვლევარმა ჰანს-თის ლემანმა ადამიანთა უძველესი რიტუალური ქმედებები ერთიან სახელოვნებო სისტემაში, შეიძლება ითქვას, სწორედაც რომ ინტელექტუალურ პრიზმაში გადაამუშავა და ისინი პოსტდრამატული თეატრის გამომსახველობით ნიშნებს მიუსადაგა. არა-დრამატული თეატრის ნიშნებზე საუბრისას ლემანი თავის ნაშრომში სწორედ პრეისტორიულ დროში ჩამოყალიბებულ სათეატრო ტრადიციებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საუკუნეების განმავლობაში უდიდესი ინტელექტუალური ენერგია დაიხარჯა იმისათვის, რათა თეატრის შემქმნელებს საბოლოოდ თავი დაეღწიათ კლასიკური დრამატული თეატრის ბატონობისგან და მის პირველსაწყის ფორმა-რიტუალებს სწორედ გონების ძალისხმევის შედეგად მიბრუნებოდნენ.
ზემოაღნიშნული დისკურსის ჭრილში, ჩემთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა დავით ჩიხლაძის მედეას მედიტაციების ვიდეოკონცეპტის (2020) გაანალიზება, რომელსაც ჯორდანო ბრუნოს „კირკეს სიმღერაც“ დაედო საფუძვლად.
დავით ჩიხლაძე მედეას მედიტაციების ვიზუალურ ინტერპრეტაციას, თავისი მკაცრად შემოსაზღვრული პერფორმანსის თეატრის მხატვრული კონცეფციით, ძველ კოლხურ მიწაზე ახორციელებს. აღნიშნული პროექტის გამომსახველობითი ელემენტები, რომლებიც კონკრეტულ თემასთან დაკავშირებულ სხეულის მოძრაობებში, ანუ მედიტაციების მხატვრულ ფორმაში ვლინდება, სინამდვილეში მისი ჯერ კიდევ ადრეულ წლებში ჩამოყალიბებული ხელწერის ვიზუალური გამოხატულების რეინკარნაციაა. ძველ მასალასთან მარად-მიბრუნების სურვილი, რომელიც დროთა განმავლობაში, ავტორის მხრიდან უკვე მიზანმიმართული და წინასწარ გააზრებული ინდივიდუალური შემოქმედებითი ფორმის ნაწილად ჩამოყალიბდა, მარგო კორაბლევას პერფორმანსის თეატრის დასის 2020 წლის ზოგიერთ სხვა ნამუშევარშიც შესამჩნევია.
ზოგადად უნდა ითქვას, რომ დავით ჩიხლაძის 2020 წლის ნამუშევრები ჩემთვის მხატვრის იმ ძველ, ფერწერულ ტილოებს ჩამოჰგავს, რომელიც ოსტატმა შემთხვევით სადღაც, რომელიღაც სარდაფში გადანახული იპოვა და მათი რესტავრირება განიზრახა. ამიტომ, უცნაური არც არაფერია, თუ მის რომელიმე სახელოვნებო პროდუქტში ნაწარმოების პირველწყაროს ან მისივე ასლის „გადაღებვის“ თუ „გადაფერვის“ ტექნიკას ამოვიკითხავთ. უნდა ითქვას, რომ ეს ტექნიკა სხვადასხვა ვიზუალური თუ ტექსტური მასალის და თეორიების მიზანმიმართული შერევის შედეგად მიღებული, თანამედროვე პოლიტიკური თუ სოციალური დისკურსების ინტელექტუალური პრიზმითაც იკვებება.
ჩემთვის 2020 წლის მარგო კორაბლევას თეატრის ნამუშევრებთან ხელახალი შეხვედრა ესაა თითქოსდა დაუსრულებელი, თავისთავთან მარად მიბრუნების ციკლურობის პროცესთან ზიარება, რომელიც ხშირად ხასიათდება კონცეპტუალური ფორმა-შინაარსის დინამიკური ცვალებადობით და თითქმის არასდროს იღებს დასრულებული, კლასიკური ნაწარმოების სახეს. ასეა „მედეას მედიტაციების“ შემთხვევაშიც. ავტორი განმარტავს რომ, ამ პროექტის საშუალებით, მარგო კორაბლევას თეატრის დასი „ავითარებს მიმართულებას ციფრული, მატერიალისტური ან ტექნოკრატიული საზოგადოების მიერ დატოვებული აზროვნების სივრცისა და მგრძნობიარე ფანტაზიის გამოყენებისაკენ, რასაც ჩვენ მითოლოგიის იკონოგრაფიას და არამატერიალურ მასალას ვუწოდებთ“.
ჯორდანო ბრუნოს „კირკეს სიმღერის“ მისტიკურ-ენერგეტიკული მახასიათებლები კი, რომლებიც მიმართულია „ადამიანურ სამოსელში გახვეულ ცხოველთა გამოსაცნობად და მეხსიერების გასაუმჯობესებლად” მარგოს თეატრის თითოეული შემსრულებლის მოძრაობებს მედეას პირველადი სამყაროს გონისმიერ იმპულსებთან აახლოებს და, თუ შეიძლება ითქვას, გურჯიევისეული მექანიკურ ღერძის მსგავსად, უხილავი თვალის (კამერის) საშუალებით – ერთმანეთის ირგვლივაც კრავს, ერთ მატერიად აერთიანებს. სწორედ ამიტომაა, რომ პროექტის მონაწილეებიდან წამოსული მისტიკური იმპულსები მედეას თემის ცნობილი მოტივის ინტერპრეტაციაში კი არ არის განსხეულებული, არამედ სწორედ ნაკლებად შესწავლილი ჯორდანო ბრუნოს „კირკეს სიმღერის“ მაგიური ტექსტების ენერგეტიკულ მახასიათებლებში – უსიტყვოდ, მხოლოდ სხეულის მოძრაობებში, ვიდეო კამერის საშუალებით აღბეჭდილი.
საინტერსოა, რომ ეს არამატერიალური თუ შეიძლება ითქვას, „გონისმიერ- მისტიკური“ მასალა, როგორც თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ისე არა-დრამატული თეატრის წარმომადგენელთათვის „განსაკუთრებული და თავისებური ენის“ ძიების პროცესს დაედო საფუძვლად. გამომსახველობითი ექსპერიმენტები მოგვიანებით სწორედ ანტონენ არტოსეული ასევე მისტიკური „სისასტიკის თეატრის“ კონცეფციის აღიარების ტოლფასი გახდა. გავიხსენოთ, რომ არტოს ერთ-ერთი დებულების თანახმად, უხვი ტექსტისგან გათავისუფლებული ხელოვნება ერთადერთი საშუალებაა ფიქრისა და განსჯისთვის. ვიზუალური აქტის დროს მაყურებელი თავისთავად ხდება იძულებული – ინტელექტუალურად გაიაზროს ნანახი წარმოდგენა
ამ შვიდწუთიანი ვიდეო დოკუმენტის საშუალებით ავტორი მედეას მედიტაციების არა საბოლოო – ანუ, დასრულებულ ნამუშევარს, არამედ მის მხოლოდ ერთ-ერთ, 2020 წლის ზაფხულში განხორციელებულ ვარიანტს აქვეყნებს მარგო კორაბლევას პერფორმანსის თეატრის ოფიციალურ გვერდზე. თეატრის სარეპეტიციო ჩანაწერის წარდგენა და გამომზეურება და დასის შემოქმედებით პროცესთან თანაზიარების საშუალება აღმქმელს ძალაუნებურად უბიძგებს გაიხსენოს, რომ არადრამატული თეატრის ნიშნების კვლევა და მითოლოგიის კონტექსტში რიტუალებთან დაბრუნების პროცესი სახელოვნებო სივრცეში სწორედ ანტონენ არტოს „ღია“ – გამომზეურებული მანიფესტების გააზრებით დაიწყო. გაიხსენოს ისიც, რომ გასაჯაროებული წერილებისა თუ ხმამაღალი მანიფესტების საშუალებით, არტო იმდროინდელი თეატრის სასცენო ენის პრობლემებზე საუბრობდა და საკმაოდ ურჩადაც ითხოვდა სათეატრო ნიშანთა სისტემის და თეატრალური ტექსტის, როგორც „დასრულებული და ხელშეუხებელი მასალის“ გადაფასებას.
„პირველ რიგში, აუცილებელია, რომ დაიძლიოს თეატრის დამოკიდებულება ტექსტზე და თავისებური, განსაკუთრებული ენა მოიძებნოს ჟესტებსა და აზრებს შორის“ – კითხულობ არტოს ერთ-ერთი წერილში და ხვდები, რომ მარგო კორაბლევას მედეას მედიტაციების მსვლელობისას ვიზუალური მეხსიერების ფორმირებაში, გარდა ჯორდანო ბრუნოს „კირკეს სიმღერების“ ტექსტის განსხეულებისა, არადრამატული თეატრის ელემენტები – მუსიკა, ვიდეო კამერა და მონტაჟის ხელოვნება ისეთივე გადამწყვეტ როლს თამაშობენ, როგორც მაგალითად მაგიური ტყე – გარემო, რომელშიც მედეას მედიტაციური პერფორმანსი სრულდება.
წინამდებარე პროექტის ახსნა-განმარტებითი კონცეპტის საფუძველზე ირკვევა, რომ „კრიტიკოსი ჩარლზ გრინი თანამედროვე ხელოვნების ამ პლატფორმას საკუთარი სიტყვებით უწოდებს: “მოჩვენებით კიდურს” და ტელეპათიურ “მესამე ხელს”. ამ სამუშაოს შესრულების მცდელობა უნდა მოქმედებდეს არამატერიალური, დელიკატური მასალის საფუძველზე, როგორიცაა ნოეტიკა, ტელეპათია და მითოლოგიის კონტექსტი.“ – წერს დავით ჩიხლაძე და ამ შემთხვევაში ჩემთვის საინტერესო ხდება თავად პროცესიც – თუ როგორ აღიბეჭდება თეატრის უძველესი გამოხატულება, მითოლოგიურ-რიტუალური ქმედებები თითოეული არტისტის გამტარიანობის საშუალებით, თეატრის უძველეს, უნივერსალური ჟესტების ენაზე კოლხური ღმერთების მაგიურ პრიზმაში. საინტერესო ხდება ისიც, თუ როგორ ტრანსფორმირდებიან ისინი, ჩემი აზრით, მიშელ ფუკოს ცნობილი დისკურსის პარაფრაზაში, რომელიც დაახლოებით ასე ითარგმნება – „ცოდნა სხვებზე ძალაუფლების წყაროა“.
ფუკოს ეს კონცეპტი, ვფიქრობ, თითქოს სარჩულად უდევს მედეას მითოლოგიური მოდელის მრავალსაუკუნოვანი სისტემური და ციკლური ბაზების შინაარსობრივ მოცემულობასაც, რომლის თეორიული დაშვებითაც კი ნათელი ხდება, რომ ნებისმიერი თანამედროვე ხელოვნების ვიზუალური ენის მატერიალური კონცეფცია, თუნდაც, რასაც ჩვენ შემთხვევაში 2020 წლის განახლებული მარგო კორაბლევას პერფორმანსის თეატრი მედეას პროექტით გთავაზობს, ზე-ბუნებრივი უნარების შეცნობაზე ორიენტირებული მანქანა/მექანიზმების (სხეული, არსი, პიროვნება) მოძრაობების პრაქტიკული ძირებიდან იკვებება. ეს მეთოდოლოგია კი სწორედ კაცობრიობაში კოდირებული ცოდნის ძალაუფლების რეპრეზენტაციისკენ არის მიმართული და, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, პასუხს აგებს დღეს – ციფრული, მატერიალისტური და ტექნოკრატიული საზოგადოების წინაშე. ეს ვარაუდი, ჩემი აზრით, მართლდება შემდეგ დებულებაშიც, რომლის თანახმადაც – „გონების ნებისმიერი საჯარო გამოყენება, რაოდენ არ უნდა ემიჯნებოდეს ის ნებისმიერ იდეოლოგიას და ძალაუფლებას, არის განმანათლებლობის დიდ პროექტში მონაწილეობა, შესაბამისად – დიდი იდენტობის შექმნაში და ძალაუფლების მოპოვებაში მონაწილეობის მიღება. იმ შემთხვევაშიც, როდესაც გონების საჯარო გამოყენება პრინციპულად უარყოფს ძალაუფლებას, ის უკვე მონაწილეობს განმანათლებლურ პროექტში, რომელიც წარმოსახვითი საზოგადოების შექმნაზე, და შესაბამისად ძალაუფლების მოპოვებაზეა მიმართული.“
მარგო კორაბლევას პერფორმანსის თეატრი, ამ ნიშნით, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელია ქართული პოსტდრამატული თეატრის მიმდევართა შორის, რომელიც მიმართავს თვით-რეფლექსიის ტექნიკებს და ნიშან-ხატებზე დაშენებულ უწყვეტ შემოქმედებით პროცესს, როგორც მითოლოგიზებული პოზების, ჟესტების, ნიშნულებისა და იდეოლოგიის გონისმიერ, ინტელექტუალურ, ხელოვნურ არენას და სხვადასხვა თეორიებთან მიმართებით აგებული მხატვრული ექსპერიმენტებისა და ფორმების საშუალებით ცდილობს ეს ყველაფერი პუბლიკისთვის პრაქტიკულად და მეთოდურად აღბეჭდოს.
გურჯიევი, გიორგი. სიყვარულის ორი სახე, თბილისი, 1990 –
Gallery
Cast & Crew Members

David Chikhladze
Director

Mariam Shergelashvili

Tina Elbakidze

Tama Kvantaliani

Liza Kvantaliani

Gvantsa Agirba

Keto Tatishvili

Nutsa Iashvili

Tamar Korkotashvili

Salome Pilishvili

Gigi Loria

Nika Shanava

Elene Melikidze

Lako Machavariani

Nini Kapanadze

Ana Kalandarishvili

Tsisia Rostiashvili
